Javascript is required

საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საქართველოში

955
1/15/2021

საგადასახადო ანგარიშგების კორექტულობა და შემდგომი მუშაობის სწორად დაგეგმვა დამოკიდებულია საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების კომპეტენტურობაზე. როდესაც სხვა ქვეყანაში იწყებთ საქმეს, თუ არ იცით კანონმდებლობის ყველა ნიუანსი, საკმაოდ რთულია, გაიგოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ სწორად. ამ სტატიაში მოგიყვებით საქართველოში საბუღალტრო აღრიცხვის წარმოების შესახებ.

როგორ ვაწარმოოთ საბუღალტრო აღრიცხვა საქართველოში?

საქართველოში საბუღალტრო აღრიცხვის ბაზაზე ხორციელდება საგადასახადო და საფინანსო ანგარიშგებების მიწოდება, სტატისტიკური ანგარიშგებები, საბანკო ოპერაციებთან წვდომა, გადასახადების გადახდა და ინვესტიციების მოზიდვა. აღრიცხვის წარმოება შეუძლია შტატში მყოფ ბუღალტერს ან საბუღალტრო სააგენტოს ბუღალტერს აუთსორსზე. შესაძლებელია, თქვენითაც აწარმოოთ საბუღალტრო აღრიცხვა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ ქართული ენა და კარგად ერკვეოდეთ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მახასიათებლებში. საქართველოში საბუღალტრო აღრიცხვა წარმოებს ელექტრონულ ბაზებში, სადაც ინტერფეისი მთლიანად ქართულ ენაზეა. ბაზაში მოწოდებულია საქართველოში მიღებული ანგარიშთა გეგმა, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ინგლისურად ნათარგმნი.

იმისათვის, რომ აწარმოოთ საბუღალტრო აღრიცხვა, პირველ რიგში, ელექტრონულ პროგრამაში უნდა შეიტანოთ მონაცემები საბანკო ანგარიშის ან სალაროს ოპერაციების შესახებ, რათა გატარებებში აისახოს ყველა პროცესი აქტებისა და ინვოისების შესაბამისად. ვალუტის კონვერტაციის დროსაც კი კომპეტენტური ბუღალტრები ვალდებულნი არიან, შეიტანონ გატარებები საბუღალტრო მონაცემთა ბაზაში. ელექტრონული აღრიცხვის საფუძველზე ყოველთვიურად ფორმდება დეკლარაციები.

დეკლარაციების ძირითადი სახეობები:

  • დეკლარაცია მოგების შესახებ; 
  • საშემოსავლო დეკლარაცია; 
  • ქონების შესახებ;
  • დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ;
  • საპენსიო;
  • საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მონაცემების შესახებ.

როგორ უნდა წარადგინოთ დეკლარაციები საქართველოში?

დეკლარაცია ბარდება გადასახადის გადამხდელის პირადი კაბინეტის მეშვეობით მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით. დეკლარაციის წარუდგენლობაზე დაწესებულია საჯარიმო სანქციები, მაგალითად, მხოლოდ ერთი დეკლარაციის წარუდგენლობაზე ორგანიზაციას ეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. თუმცა საქართველოში საკმაოდ ლოიალურები არიან შეცდომების მიმართ, მოცემული დეკლარაციების კორექტირება ნებადართულია მთლიანი საანგარიშო წლის განმავლობაში. ამიტომ დეკლარაციის წარდგენა და გადასახადების გადახდა უფრო უკეთესიც და იაფიცაა.

იმისათვის, რომ პირადი კაბინეტის მომხმარებელი და პაროლი მიიღოთ, უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, სადაც მათ გადმოგცემენ იუსტიციის სახლში რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ. ამის შემდეგ ყველანაირი მიმოწერა თუ ურთიერთქმედება წარიმართება გადასახადების გადამხდელის კაბინეტის მეშვეობით. არსებობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ოპერატორი შეძლებს თქვენ დახმარებას.

საქართველოში მუშაობს რამდენიმე საბუღალტრო პროგრამა, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტრონული ბაზის წარმოებას, მაგრამ ისინი საკმაოდ მოძველებულია. ჩვენ, მაგალითად, ჩვენთვის და კლიენტებისთვის ცხოვრების გასაადვილებლად ელექტრონულ აღრიცხვას ვაწარმოებთ ქლაუდ გადაწყვეტილებაში balance.ge. ეს ქლაუდ ბუღალტერიის წარმოებისთვის შექმნილი საიტი მაქსიმალურად ამარტივებს ანგარიშებთან, დეკლარაციებთან და გადასახადებთან მუშაობას. ქლაუდ გადაწყვეტილების მთავარი უპირატესობებია: მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მონაცემებზე წვდომა და კომერციული აღრიცხვის სრულყოფილი ფუნქციონირება, რაც შესაძლებლობას აძლევს ბუღალტერიაში გამოუცდელ მენეჯერსაც კი, გაერკვეს საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვებში.დამოუკიდებლად გარკვევა საქართველოს კანონმდებლობის ყველა მახასიათებელში, რომლებიც დაკავშირებულია საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებასთან, საკმაოდ რთულია, ამიტომ უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს. დატოვეთ განაცხადი ჩვენს საიტზე და მიიღეთ უფასო კონსულტაცია.

 

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.