Javascript is required

როგორ ვაწარმოოთ საზოგადოებრივი კვების ბუღალტერია: განმარტავენ ექსპერტები

859
3/23/2023

საზოგადოებრივი კვების ბუღალტერია საკმაოდ რთულია, რადგან ერთი დაწესებულების ფარგლებში სხვადასხვა სახის საქმიანობის აღრიცხვა უნდა აწარმოოთ: პროდუქციის წარმოების, რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის. 

როგორ აღვრიცხოთ მზა პროდუქციის წარმოება 

თქვენ ყიდულობთ პროდუქტს, გადაამუშავებთ და იღებთ კერძს, რომლსაც მიჰყიდით ვიზიტორებს. 

იმისათვის, რომ სწორად გამოვიანგარიშოთ თითოეული პოზიციის ღირებულება ვიზიტორებისთვის, უნდა შევადგინოთ კალკულაცია. 

მოქმედებების თანმიმდევრობა: 

მოიფიქრეთ მენიუ - იმ კერძების ჩამონათვალი, რომლებიც სტუმრებს უნდა შესთავაზოთ. შეიმუშავეთ ტექნოლოგიური ბარათი თითოეული კერძისთვის. ტექნოლოგიური ბარათი არის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პოზიციის შესახებ: შენახვის ვადა, რეცეპტურა, პორციის წონა, იერსახის აღწერა. ტექნოლოგიური ბარათი შეიძლება მოგთხოვონ შემმოწმებლებმა, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველა მოთხოვნას იცავთ. 

გაიგეთ თითოეული პროდუქტის ღირებულება მიმწოდებლებისგან, რომლებთან მუშაობასაც აპირებთ. 

თუკი თქვენს კალკულაციაში გამოიყენება დამუშავებული პროდუქტები (მოხარშული, შემწვარი) გაანგარიშებისას გაითვალისწინეთ დანაკარგების კოეფიციენტი. 

გამოთვალეთ თითოეული კერძის პორციის თვითღირებულება ტექნოლოგიური ბარათისა და პროდუქტების შესასყიდი ფასის საფუძველზე. 

თუკი პროდუქტის მოტანისა და ჩამოტვირთვის საფასურს ცალკე იხდით, გაითვალისწინეთ ეს ხარჯები ანგარიშებში. 

საზოგადოებრივ კვებაში ბუღალტრული აღრიცხვა ჩვეულებრივ იყენებს „პარტიების მიხედვით“ მეთოდს - გათვალისწინებულია საქონლის პარტიის წარმოება და რეალიზაცია, მაგალითად, 10 ტორტი ან 25 პორცია სალათი. თითოეული პარტიისთვის გამოიყოფა პროდუქტის გარკვეული რაოდენობა.

ინგრედიენტების თვითღირებულების გარდა, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თანამშრომლების ხელფასები (ადმინისტრატორები, მზარეულები, მიმტანები, ჭურჭლის მრეცხავები, დამლაგებლები და ა.შ.), აღჭურვილობის ამორტიზაცია,  ქირა, კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯები. არ დაგავიწყდეთ, რომ  გამოთვლებში გაითვალისწინოთ გადასახადები, როგორც ხელფასთან დაკავშირებული, ასევე არჩეულ საგადასახადო სისტემაზე დამოკიდებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მოგიწევთ გადახდა ზოგიერთი მენარდისთვის (მიკრო ბიზნესი, ფიზიკური პირი (არა თანამშრომლები) და ა.შ.).

პროცესის გასამარტივებლად და შეცდომების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, ჩვენ გირჩევთ შექმნათ თვითღირებულების გაანგარიშების შაბლონები ან გამოიყენოთ სპეციალიზებული სერვისები.

როგორ აღვრიცხოთ ხელფასები 

რესტორნის, კაფეს ან ბარის გახსნისას, თავიდანვე გადაწყვიტეთ რამდენი თანამშრომელი გჭირდებათ თითოეულ უბანზე: სამზარეულოში, დარბაზში, საწყობში.

მორიგეობის ხანგრძლივობისა და ანაზღაურების ოდენობის დადგენისას გახსოვდეთ საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ყველაზე ხშირად გამოიყენება დროითი შრომის ანაზღაურება.

არსებობს საათობრივი ტარიფი ან სარგო,  რის საფუძველზეც ხდება გადასახდელი თანხის დაანგარიშება ფაქტობრივად  ნამუშევარი საათების მიხედვით.

ზოგჯერ ხდება ყოველთვიური ან კვარტალური ბონუსის გადახდა  ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის.

ხელფასების გაანგარიშების გარდა, ოფიციალურად გათვალისწინებული უნდა იქნას მუშაკების  შვებულება და საავადმყოფო ფურცელი.

როგორ აღვრიცხოთ ნაშთები საწყობში 

თქვენ უნდა აღრიცხოთ: 

შემოსულობები.  საქონლის გარდა, მიმწოდებლისგან მიიღებთ 

დოკუმენტებს: ხელშეკრულებებს, საწესდებო დოკუმენტებს, ფასების სიას (პრაის-ლისტებს), სერტიფიკატებს. აუცილებლად შეინახეთ ისინი: შეიძლება საჭირო გახდეს შემოწმების დროს. 

ჩამოწერები. საწყობიდან სამზარეულოში გადატანილი 

პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია სტუმრების მიერ შეკვეთილი კერძების მოსამზადებლად, თანამშრომლების გამოსაკვებად, ახალი რეცეპტის შესამუშავებლად და ტექნოლოგიური რუკის შესაქმნელად და ა.შ.ზოგჯერ პროდუქტები ფუჭდება - ისინი უნდა ჩამოიწეროს და განადგურდეს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უტილიზაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამოწერა ხდება შემდეგნაირად, საგადასახადო კაბინეტში ივსება განცხადება „დოკუმენტის დადასტურება ვადაგადაცილებული ან/და გამოუსადეგარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ“, გაგზავნის შემდეგ 2 სამუშაო დღის ვადაში თუ თქვენ არ მიგიღიათ რაიმე გამოხმაურება საგადასახადოსგან, ვანადგურებთ ამ საქონელს მათი თანდასწრების გარეშე, თუ მივიღებთ რაიმე შეტყობინებას, ვიმოქმედებთ მის საფუძველზე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალა დაგეხმარათ და მისი წაკითხვის შემდეგ გეცოდინებათ, როგორ აწარმოოთ საზოგადოებრივი  კვების აღრიცხვა. გირჩევთ, ბუღალტრული აღრიცხვა მიანდოთ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში მუშაობის გამოცდილების მქონე სპეციალისტებს, რომლებმაც იციან ყველა ნიუანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგიცავენ  ზედმეტი შემოწმებისა და ჯარიმებისგან. 

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.