Javascript is required

იურიდიული კონსულტაცია საქართველოში

871
3/25/2021

ბიზნესის მფლობელებს ადრე თუ გვიან უჩნდებათ კვალიფიციური იურისტის დახმარების საჭიროება. რაც უფრო ადრე მიმართავენ მას, მით უკეთესი, რადგან წინასწარი იურიდიული კონსულტაცია უფრო სასურველია, ვიდრე დავის გადაწყვეტა სასამართლოში. იურიდიულ საკითხთა წვრილმანებში დამოუკიდებლად გარკვევა გაგიჭირდებათ სპეციალური განათლების გარეშე, ორმაგად ძნელია სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში გარკვევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენ ერთ ქვეყანაში იმყოფებით, ხოლო ბიზნესი სხვა სახელმწიფოში გაქვთ. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რისგან შედგება იურიდიული კონსულტაცია საქართველოში და რა პრობლემების არიდებას შეძლებთ, თუ დროულად მიმართავთ სპეციალისტს. 

იურიდიული მომსახურება იურიდიულ პირთათვის საქართველოში

იურიდიული მომსახურება შეიძლება დასჭირდეს მას, ვინც მხოლოდ ახლა აპირებს დაარეგისტრიროს თავისი ბიზნესი (დოკუმენტების პაკეტის მომზადება) ან წააწყდა ისეთ იურიდიული ხასიათის საკითხებს, როგორებიცაა: ხელშეკრულებებისა და სხვა საბუთების შექმნა და შემოწმება, კომპანიის საქმიანობის ანალიზის გაკეთება, უყურადღებობის გამო დაშვებული უმნიშვნელო შეცდომების შესწორება.

ძირითადი მომსახურებები ბიზნესის კონსულტაციის სფეროში:

  • კონსულტაცია საქართველოს სამოქალაქო, კორპორაციულ, ადმინისტრაციულ კანონმდბლობაზე;
  • კონკრეტულ საქმეზე იურიდიული დასკვნა (იურიდიული ანალიზი და წერილობითი დასკვნა);
  • ახალი ხელშეკრულებების შედგენა;
  • არსებული ხელშეკრულებების აუდიტი;
  • სასამართლო პროცესისთვის მომზადება;
  • საგადასახადო დავებზე კონსულტაცია და მათი გადაწყვეტა;
  • კონსულტაცია და საკითხების გადაწყვეტა საიჯარო ვალდებულებებთან დაკავშირებით;
  • შრომით დავებზე კონსულტაცია და მათი გადაწყვეტა;
  • კონსულტაციები კვალიფიციური იურისტისგან 24/7-ზე კომპანიის მიმდინარე ბიზნეს-საქმიანობის შესახებ;

როგორ შევარჩიოთ იურისტი საქართველოში?

რა თქმა უნდა, საქართველოში ბიზნესის მართვის იურიდიული ასპექტები ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის და ნათარგმნიც კი არის ინგლისურ და რუსულ ენაზე, თუმცა იმისათვის, რომ მიიღოთ კანონთა კორექტული განმარტება, გაიგოთ, თუ როგორ ეხება ისინი თქვენს ბიზნესს, უნდა მიმართოთ ადგილობრივ იურისტს, რადგან სამართლებრივი კანონმდებლობის ყველა დეტალში გარკვევა დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, აიყვანოთ შტატში იურისტი, მაგრამ თუ თქვენ მხოლოდ ახლა წამოიწყეთ საქმე და იმყოფებით სხვა ქვეყანაში, საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. ამ სიტუაციაში დაგეხმარებიან აუტსორსზე მომუშავე იურისტები ან ფრილანსერები. თუმცა ფრილანსერებთან სჯობს ყურადღებით იყოთ, რადგან მათი პასუხისმგებლობა არაფრითაა გამყარებული ან დაზღვეული (გარანტიასა და პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ ცოტა მოგვიანებით).

ხოლო რაც შეეხება იმ იურისტებს, რომლებიც მუშაობენ აუტსორსზე, აქ საქმე სულ სხვაგვარადაა. ყველაზე ხშირად ისინი იურიდიული ან რეგისტრატორული ფირმების თანამშრომლები არიან. ასეთ ორგანიზაციებში მუშაობენ კვალიფიციური და განათლებული ადამიანები, რომელთა კომპეტენტურობა დამტკიცდა გასაუბრებებითა და ქეისებით, რომელთაც შეგიძლიათ, გაეცნოთ. ეს სპეციალისტები ფართო პროფილისანი არიან, მათ შეუძლიათ, მოძებნონ პასუხი ყველა სირთულის კითხვაზე ბიზნესის ნებისმიერი სფეროს შესახებ, ეს კი იმის დამსახურებით, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ კონსულტაცია და გაცვალონ ინფორმაცია კოლეგებთან. აუტსორსის იურისტი უპრობლემოდ მოამზადებს საბუთებს ნებისმიერი იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის, შეამოწმებს კონტრაგენტებს და თავის თავზე აიღებს ყველა ადმინისტრაციულ საქმიანობას დაწყებული საგადასახადოში სიარულით, დამთავრებული ბეჭდის მომზადებითა და ბანკში ანგარიშის გახსნით.

აუთსორსის იურისტი თვალს ადევნებს თქვენს გარიგებებს, რათა აღმოფხვრას პრობლემები მათ გაჩენამდე.

მნიშვნელოვანია აუთსორსინგის სპეციალისტებისგან მუდმივი იურიდიული დახმარების არჩევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც იურიდიული ხასიათის საკითხები ჩნდება მუდმივად. ერთჯერადი კონსულტაციები ასეთ დროს ნაკლებად ეფექტურია. უდავო პლუსი იქნება ისიც, რომ მუდმივ კონტაქტი გექნებათ სპეციალისტთან, რომელიც 100%-ით ერკვევა თქვენს სამართლებრივ საქმიანობებში, შესაბამისად, ის შეძლებს დროულად მოგცეთ რჩევა და შეგატყობინოთ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ. ის თვალს ადევნებს თქვენს გარიგებებს, რათა აღმოფხვრას პრობლემები მათ გაჩენამდე.

გარანტია და პასუხისმგებლობა

წარმატებულ და კეთილსინდისიერ იურიდიულ კომპანიებს შეცდომის დაშვებისას, როგორც წესი, აქვთ მატერიალური პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე. მათ ამის საშუალება აქვთ იმის გამო, რომ მათი პასუხისმგებლობა დაზღვეულია. ფიზიკური პირები, ფრილანსერები, ხშირად არ იღებენ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას და, ამასთან ერთად, მომსახურებისთვის ითხოვენ 100%-ის წინასწარ გადახდას.

გირჩევთ, რომ გულდასმით შეარჩიოთ იურისტი, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული თქვენი ბიზნესის წარმატება. Jara Accounting-ში იურისტები მუშაობენ ბუღალტრებთან ერთად, ამიტომ ისინი წყვეტენ საკითხებს მაქსიმალური კომპეტენციით ორივე სფეროში. Jara Accounting-ის ბიზნესის იურისტი დაგეხმარებათ კორპორაციულ და სახელშეკრულებო სამართალში, გარეეკონომიკურ საქმიანობასა და ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ლეგალურ მეწარმეობასთან.ჩვენი სპეციალისტი ასევე იქნება პასუხისმგებელი დოკუმენტების შექმნასა და გადამოწმებაზე, კონსულტაციებზე, ბიზნეს ანალიზსა და პრაქტიკულ რჩევებზე, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ყველაფერი საქართველოს კანონის შესაბამისად. დატოვეთ განაცხადი, რათა მიიღოთ პირველი უფასო კონსულტაცია.

©ფოტო: ანასტასია ნაუმოვა

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.