Javascript is required

ინვენტარიზაცია კაფეში, რესტორანსა ან ბარში: ვის დაავალოთ და როგორ მოექცეთ შედეგებს

1280
3/16/2023

ინვენტარიზაცია რესტორანში საზოგადოებრივ კვებაში მუშაობის სავალდებულო ნაწილია. ინვენტარიზაციის ჩატარება გეხმარებათ, შეადაროთ ბუღალტრულ პროგრამაში არსებული ნაშთები ფაქტობრივ ნაშთებს, დროულად გამოავლინოთ დანაკლისი და იპოვოთ მისი მიზეზი. 

იმისათვის, რომ გამოირიცხოს გადახარჯვა სამზარეულოში და შეწყდეს მოგების დაკარგვა, ჩვენ მოგიმზადეთ სტატია, რომელშიც მოგიყვებით, თუ რა პერიოდულობით უნდა ჩაატაროთ ინვენტარიზაცია კაფეში ან რესტორანში, ვინ უნდა ჩაატაროს ის, როგორ უნდა ასახოთ სწორად აღრიცხვაში მისი შედეგები და რა დასკვნები შეიძლება გააკეთოს ხელმძღვანელმა. 

რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაცია რესტორნებსა და საზოგადოებრივი კვების სხვა დაწესებულებებში 

ინვენტარიზაცია კაფეში, რესტორანსა ან ბარში შეიძლება იყოს გეგმიური და არაგეგმიური.  

გეგმიური ინვენტარიზაცია ტარდება თანამშრომლებისთვის ცნობილი პერიოდულობით: 

  • თვეში ერთხელ. როგორც წესი, ის ვრცელდება პროდუქტებზე, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიასა და სხვა სამეურნეო საქონელზე, რომლებიც დაწესებულებაში გამოიყენება.
  • კვირაში ერთხელ. ჩვეულებრივ, ამ სიხშირით კონტროლდება პროდუქტების ნარჩენები. 
  • დღეში ერთხელ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ალკოჰოლის ნარჩენების შემოწმება ბარში ცვლის დახურვის შემდეგ. იშვიათად გამოიყენება დიდი შრომატევადობის გამო. 

არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება ნებისმიერ მომენტში გაფრთხილების გარეშე შეიძლება: მაგალითად, თუკი რომელიმე თანამშრომელი ეჭვმიტანილია მოპარვაში.  

ინვენტარიზაციის პროცესში მოწმდება როგორც ცალკეული პოზიციები, ისე მთლიანად ნარჩენები, მიზნების მიხედვით. 

როგორ ჩაატაროთ ინვენტარიზაცია 

პასუხისმგებელი ნარჩენების შემოწმებაზე შეიძლება იყოს მმართველი, მთავარი მზარეული ან ბარმენი - ის, ვინც ხელმძღვანელობს თანამშრომლებს და აკონტროლებს მათ მუშაობას. ასევე  აუცილებლად უნდა ესწრებოდეს ბუღალტერიის თანამშრომელი. 

ინვენტარიზაციის დაწყებამდე იქმნება კომისია, გამოიცემა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, ასევე იბეჭდება უწყისები, რომლებშიც ასახავენ ინვენტარიზაციის შედეგებს. 

ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე ყველა თანამშრომელმა ხელი უნდა მოაწეროს, რითიც დაადასტურებენ, რომ ეთანხმებიან უწყისში ასახულ მონაცემებს. 

შემდეგ უწყისს გადასცემენ ბუღალტერიას, რათა ბუღალტერმა შეადგინოს სხვადასხვაობების აქტი ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით. 

რა შეიძლება გამოავლინოს ინვენტარიზაციამ ბარში, კაფეში ან რესტორანში 

წარმოგიდგენთ აღრიცხვის ყველაზე გავრცელებული შეცდომებს, რომლებიც აღმოჩენილია ინვენტარიზაციის პროცესში: 

  • სხვადასხვაობები აღრიცხვის ერთეულებში. მაგალითად, ისეც ხდება, რომ ერთჯერად ჭურჭელს საკვებისთვის შემოსავლებში აღრიცხავენ შეფუთვებით, ხოლო ჩამოწერისას- ცალობით.
  • პოზიციების დუბლირება. თუკი მიღებისას საქონელს უწოდეს „ყავა ნესკაფე“, ხოლო ჩამოწერისას - „ნესკაფე ყავა“, ინვენტარიზაციის დროს მიიღებთ სხვადასხვაობას დოკუმენტში არსებულ და ფაქტობრივ  ნაშთებს შორის.    
  • მზარეულები და ბარმენები არღვევენ კერძებისა და სასმელების მომზადების ტექნოლოგიას. ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით ერთ პორციაზე მიდის ინგრედიენტების ერთი რაოდენობა, სინამდვილეში კი - სხვა,  წარმოიქმნება გადახარჯვა. 
  • შეცდომები ტექნოლოგიურ ბარათებში. თუკი ხშირად არ ემთხვევა ნაშთები ერთსა და იმავე პოზიციაზე, შეამოწმეთ იმ კერძების ტექნოლოგიური ბარათები, რომელთა მოსამზადებლადაც ეს პროდუქტები გამოიყენება. შესაძლოა, ინგრედიენტების საჭირო რაოდენობა არასწორადაა გამოთვლილი. 
  • ქურდობა. მასთან ბრძოლაში გვეხმარება იმ პროდუქტების ნარჩენების პერიოდული არაგეგმიური შემოწმება, რომლებიც გამოიყენება მენიუში არსებული ყველაზე პოპულარული პოზიციების მოსამზადებლად.   

როგორ მოვიქცეთ სხვადასხვაობების გამოვლენისას 

საჭიროა, რომ მმართველთან ან სხვა პასუხისმგებელ თანამშრომელთან ერთად გააანალიზოთ შედეგები და გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ.  

როცა სახეზეა საცალო პროდუქციის (საკვების, ერთჯერადი ჭურჭლის, მინერალური წყლის, ლუდისა და ა.შ. ხონჩები) ხელახალი  დახარისხება, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მიმწოდებლის ზედნადებები. 

თუკი იქ ყველაფერი სწორია, სხვადასხვაობები შეიძლება გაჩნდეს რამდენიმე მიზეზის გამო: ვიღაც იპარავს; თანამშრომელმა მოაცილა ვადაგასული ან დაზიანებული საქონელი, მაგრამ არ ჩამოწერა; ვიღაცამ უყურადღებობა გამოიჩინა პროდუქციის პარტიის შემოსავლებში აღრიცხვისას.  

თუკი პრობლემა ინგრედიენტებს უკავშირდება: ხელახლა შეამოწმეთ იმ კერძების ტექნოლოგიური ბარათები, რომლებშიც ეს ინგრედიენტები გამოიყენება. დარწმუნდით, რომ მზარეულებმა და ბარმენებმა იციან, როგორ წაიკითხონ ტექნოლოგიური ბარათები და იცავენ რეცეპტურას. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუწიეთ დამატებით სწავლებას. ნებისმიერი დანაკლისი მოწმობს პრობლემის შესახებ და საჭიროებს გულდასმით შემოწმებას. 

თუკი დამნაშავე ვერ გამოვლინდა, თანხა ჩვეულებრივ ნაწილდება მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს შორის, როგორებიცაა: მზარეულები, ბარმენები, ოფიციანტები, ადმინისტრატორები. 

ვადაგასული და დაზიანებული საქონლის ჩამოწერის გარეშე იშვიათად გამოხვალთ: coffee inn და სწრაფი კვებისთვის ნორმა შეადგენს შესყიდვების საერთო რაოდენობის  5%-ს, რესტორნებისა და კაფეებისთვის, სადაც კერძები შეკვეთით მზადდება - 3%.  

თუკი პროცენტი მეტია, უნდა გაარკვიოთ მიზეზები და მიიღოთ ზომები სიტუაციის გასაუმჯობესებლად. 

ვადაგასული და დაზიანებული საქონლის ჩამოწერას დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ. უნდა მოიწვიოთ საგადასახადოს წარმომადგენელი და მისი თანდასწრებით აწარმოოთ  ვადაგასული და დაზიანებული საქონლის წუნდება და უტილიზაცია. 

უტილიზაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამოწერა შემდეგნაირად ხდება: საგადასახადო კაბინეტში ივსება განცხადება „ვადაგადასული და/ან გამოუსადეგარი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შესახებ დოკუმენტის დადასტურება“, გაგზავნის შემდეგ 2 სამუშაო დღის განმავლობაში თუკი არ მივიღეთ არანაირი უკუკავშირი საგადასახადო სამსახურისგან, უტილიზაციას მათ გარეშე ვახორციელებთ, თუკი მივიღეთ რაიმე სახის შეტყობინება, ვმოქმედებთ მის შესაბამისად. 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი განმარტებების წყალობით ინვენტარიზაცია რესტორანში, კაფეში ან ბარში უფრო სწრაფად და მარტივად ჩატარდება, ხოლო დანაკლისი იშვიათობა იქნება! 

უფასო კონსულტაცია
მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ფინანსური, იურიდიული სერვისების და ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ Jara Accounting სპეციალისტისგან. ჩასაწერად შეავსეთ ფორმა.